მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძლიერი, თავისუფალი ბიზნესი ჩვენი ეკონომიკის ხერხემალია" - გიორგი გახარია

5e56204527f4c
ინგა მურუსიძე
26.02.20 11:40
1007
ძლიერი, თავისუფალი ბიზნესი ჩვენი ეკონომიკის ხერხემალია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კონფერენციაზე, „საქართველო და მსოფლიო 2020“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, თავისუფალი და ძლიერი ბიზნესი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის საფუძველი და ხერხემალი არის თავისუფალი, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. ჩვენი ეკონომიკის სისტემური გამოწვევა გახლავთ დამატებითი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. სახელმწიფო ინტერესსა და სექტორს შორის დაბალანსებული ურთიერთობის, დაბალანსებული პოლიტიკის გარეშე სერიოზული შედეგების მიღწევა შეუძლებელია. გამომდინარე იქიდან, რომ ამ კონფერენციის სათაური გახლავთ მასშტაბური „საქართველო და მსოფლიო 2020“, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს ქვეყანას განვიხილავთ, როგორც ძლიერ პლატფორმას, რომელიც ემსახურება დიდი ეკონომიკების სერვისებით მომარაგებას“, - განაცხადა გახარიამ.

სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა თავისუფალ ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ საქართველოს მალე ექნება თავისუფალი ვაჭრობა ინდოეთთან და ისრაელთანაც.