მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკონომიკა პანდემიას თითქოს შეეგუა" – არჩილ ბაკურაძე

5f8eab66383e4
ლიკა გურაბანიძე
20.10.20 20:20
912

“კომპანიის უმოქმედო აქტივების სამჯერ გაუარესებას ველოდებოდით, თუმცა დაახლოებით 50%-იანი გაუარესება გვაქვს და ეს ბევრად უკეთესი სურათია, ვიდრე პანდემიის დაწყების ეტაპზე ველოდით", - ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.

როგორც ბაკურაძემ აღნიშნა, ქართული ეკონომიკა პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობას შეეგუა.

“პორტფელი ჩვეულებრივად იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე ვფიქრობდით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეკონომიკაში აქტიურობა ჩვენს სეგმენტში საკმაოდ მაღალია. რა თქმა უნდა, არავინ ელოდება იმას, რომ ეს მომგებიანი წელი იქნება, თუმცა ზარალის საფრთხეები, რომელიც 6 თვის წინ არსებობდა, შესაძლოა ითქვას, რომ აღარ არსებობს.

ჯერ ბოლომდე არ ვიცით მომდევნო რამდენიმე თვე რას მოასწავებს და მეორე ტალღას რა ეკონომიკური ეფექტი ექნება. მაგრამ ეკონომიკა პანდემიას თითქოს შეეგუა. ჩვენი მომხმარებლები ამ გამოწვევის მიმართ უფრო მედეგები გახდნენ. ის ზარალი, რაც უნდა მიგვეღო ტურიზმის და სტუმართ მასპინძლობის სფეროში, უკვე მივიღეთ. ამის შემდეგ ვფიქრობ, რომ უარესი შედეგები არ უნდა დადგეს.” - აღნიშნა ბაკურაძემ.