მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკონომიკაში პოზიტიური ნიშნები გამოჩნდა; ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები გაზრდილია"

5f0ffee62dc8b
ინგა მურუსიძე
16.07.20 11:15
812
გარკვეული პოზიტიური ნიშნები ჩვენს ეკონომიკაში უკვე გამოჩნდა და ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები გაზრდილია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

„პანდემიის ვირუსის გავრცელების რისკების ეფექტური მართვა არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მოვახდინოთ ეკონომიკის სტაბილიზაცია და შემდგომ სწრაფი აღდგენა დავიწყოთ. აშკარაა, რომ ამ სტაბილიზაციისთვის სამინისტროები და მთლიანად მთავრობა უნდა მოვემზადოთ. გარკვეული პოზიტიური ნიშნები ჩვენს ეკონომიკაში უკვე გამოჩნდა და ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები გაზრდილია. ისევე, როგორც ფინანსურ ნაწილში მაჩვენებლები პოზიტიურია. ეს ყველაფერი მხოლოდ იმის შედეგია, რომ ჩვენ მოვახერხეთ და დღესაც ვახერხებთ ვირუსის ეფექტურ მართვას. ეს არის გასაღები ეკონომიკის შემდგომი აღდგენის, ამიტომ ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე. ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის მთავარი იმისთვის, რომ ეკონომიკა აღვადგინოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობის მხარდამჭერი პროგრამის გაცხადების შემდგომ რამდენიმე დარგში აშკარად გაზრდილია აქტივობები - მაგალითად მშენებლობების მიმართულებით, საგრძნობლად არის გაზრდილი ასევე უძრავი ქონებაში გაყიდვები. ასევე, ექსპორტში, თუ არ ჩავთვლით რეექსპორტს, მისი კლება არის 6-7%.

„ჩვენი გათვლები ექსპორტის მიმართულებით უფრო ნეგატიურია. ასევე პოზიტიური მაჩვენებლებია სოფლის მეურნეობაში“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ თელავსა და ყვარელში, სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

მან ფინანსთა სამინისტროს დაავალა, რომ მოქალაქეები, რომლებსაც სოციალური მიზნობრივი დახმარება გაეწია, სიას კიდევ ერთხელ გადახედოს.