11.მარტი .2020 10:00

"ეკონომიკაზე უარყოფითი ეფექტების შერბილებაზე საკოორდინაციო ჯგუფი იმუშავებს" - მთავრობა

views 174
უკან

"შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს, რომ მაქსიმალურად შერბილდეს უარყოფითი ეფექტები ეკონომიკაზე" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და საბანკო სექტორს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით იქმნება ძალიან სწრაფი, მოქნილი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში იმუშავებს ამ ეფექტების ზეგავლენის დათვლაზე და სახელმწიფოს, საბანკო სექტორისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივი ნაბიჯების შემუშავებაზე, რომელსაც განახორციელებს საქართველოს მთავრობა ყველა მხარესთან ერთად იმისთვის, რომ მაქსიმალურად შერბილდეს უარყოფითი ეფექტები ეკონომიკაზე.

„ეს ჯგუფი, რამდენიმე დღეში, საჯაროდ გააჟღერებს უკვე კონკრეტულად ამ ნაბიჯებს, როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით. მთავარი მიზანი და ამოცანა, რაც დღეს ერთხმად გამოითქვა ამ შეხვედრაზე არის ის, რომ მოწყვლად სექტორებში დარჩეს რაც შეიძლება მეტი ლიკვიდობა - ფულადი რესურსი იმისთვის, რომ მიმდინარე ხარჯები და პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ამ სექტორში, აუცილებლად განხორციელდეს და ხელი არ შეეშალოს. ამიტომ, ამ მიზნის მისაღწევად, როგორც სახელმწიფო, წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის სახით, ასევე კომერციული სექტორი, ამ შემთხვევაში საბანკო სექტორის სახით წარმოდგენილი, მზად არის, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა