მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებმაც რუსული ბაზარი დატოვეს"

62386cf7784d7
სალომე მეცხვარიშვილი
21.03.22 16:31
896
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებმაც რუსული ბაზარი დატოვეს. ამის შესახებ სონღულაშვილმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა.

სონღულაშვილი ამბობს, რომ ამ კომპანიებთან მუშაობა საქართველოში ოფისების გადმოტანასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. საუბარია საერთაშორისო ბრენდებზე, რომლებმაც უკრაინაში შეჭრის გამო რუსული ბაზარი დატოვეს. სონღულაშვილი კონკრეტულ კომპანიებს არ ასახელებს. კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველომ მასზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურების შესაძლებლობაც უნდა გამოიყენოს.

“ამ პერიოდში დიდი შესაძლებლობაა, გაიზარდოს ტვირთები ჩვენი ქვეყნის მიმართულებით, ეს არის ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც საკმაოდ აქტიურად შეიძლება იყოს გამოყენებული. აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო ამ მიმართულებით.

დღეს, როდესაც საერთაშორისო კომპანიები ტოვებენ რუსეთის ბაზარს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც ფარავდნენ რეგიონის, საკმაოდ აქტიურად შევთავაზოთ ალტერნატივა, რომ საქართველოში გადმოიტანონ საკუთარი ოფისები”,- აცხადებს დავით სონღულაშვილი და ამბობს, რომ საქართველოს დიდი კონკურენტული უპირატესობა არის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, რომლებიც ქვეყანას გააჩნია ევროპასთან და ჩინეთთან.

“აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო ამ მიმართულებით და ეს აისახება მოცემულობაზეც. თუმცა, ყველაფერი მაინც დამოკიდებულია საომარი მოქმედებების დასრულებაზე”,- აცხადებს დავით სონღულაშვილი.