07.ივნისი .2021 23:20

"ეკონომიკური დინამიკა კიდევ უფრო გაუმჯობესდება, რაც ლარზე დადებითად იმოქმედებს" - კაკაურიძე

"ეკონომიკური დინამიკა კიდევ უფრო გაუმჯობესდება, რაც ლარზე დადებითად იმოქმედებს" - კაკაურიძე
views 272
უკან

მომდევნო პერიოდის ეკონომიკური დინამიკა კიდევ უფრო გაუმჯობესებული გვექნება, რაც ლარზე დადებითად იმოქმედებს და მის გამყარებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ ბოლო 30 დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 25 თეთრით გამყარდა, თუმცა, დღეს 7.78 თეთრით გაუფასურდა.

„ლარის გამყარებისთვის მნიშვნელოვანია ის პოზიტიური დინამიკა, რაც ქვეყანაში ეკონომიკური გააქტიურების კუთხით გვაქვს. მნიშვნელოვანია იმ პოზიტიური მოლოდინების გაუმჯობესება, რაც გამოწვეულია შეზღუდვების შემსუბუქებით, მათ შორის სახმელეთო საზღვრების გახსნით. ამ ყველაფერმა კერძო სექტორში გააჩინა პოზიტიური მოლოდინები, რაც ლარის კურსის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

ნახტომისებური გაუფასურებაც, ისევე როგორც ნახტომისებური გამყარება ხდება, ვინაიდან მცურავი გაცვლითი კურსი გვაქვს და შეიძლება ბაზრის მონაწილეებს უფრო მეტად გამყარების მოლოდინი უჩნდებათ ხოლმე, თუმცა დღეს შეინიშნება შედარებით სტაბილური მდგომარეობა, მომდევნო პერიოდის ეკონომიკური დინამიკა კიდევ უფრო გაუმჯობესებული გვექნება, რაც ლარზე დადებითად იმოქმედებს და მის გამყარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა