უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-12 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეები გამოცხადდა. "სავალდებულო დასვენების დღეების" გამოცხადება ქვეყანაში მობილობის და ვირუსის გავრცელების შემცირებას ისახავს მიზნად.
როგორც დღევანდელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომი სდასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ხვალიდან უქმე დღეები დასრულდება და სკოლები და მუნიციპალურმა ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს.
უქმე დღეების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი შეზღუდვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას შეეხო. რა გავლენა ჰქონდა ტრანსპორტის გაჩერებას ერთ-ერთ მსხვილ ბაზრობაზე, როგორიც ლილო მოლია, ამის გასარკვევად bm.ge ბაზრობის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ლევან გაგუას ესაუბრა.
"ტრანსპორტის აკრძალვას თავისი გავლენა ჰქონდა, თუმცა განსაკუთრებული სიმძიმე არ დაფიქსირებულა. საერთო დინამიკაში მომხმარებლების მხრივ 10-15%-იანი კლება გვქონდა. რაც შეეხება მოვაჭრეებს, მათი უმრავლესობა ცდილობდა მოსულიყო და დახლები თითქმის არ დაკეტილა. ძალიან უჭირდათ, მაგრამ მაინც ცდილობდნენ მოსვლას", - განაცხადა მან.
"ლილო მოლის" პრეზიდენტი ამბობს, რომ მოვაჭრეებში ვაქცინაციის პროპაგანდა აქტიურად მიმდინარეობს და მათ შორის რაიმე რადიკალური წინააღმდეგობრივი პოზიციები არ არის.
"ლილო მოლის" პრეზიდენტი მთავარ პრობლემად არსებულ ეკონომიკურ ვითარებას და გაზრდილ ფასებს ასახელებს.
"ძალიან ბევრი ფაქტორია, ლარის არასტაბილურობა და ინფლაციისკენ მისწარაფება, საწვავთან დაკავშირებული ფაქტორები, საერთო ეკონომიკური მდგომარეობა. ესენი უფრო რთულია, ვიდრე გადაადგილება და ტრანსპორტით მოსვლა. ჩვენ დამოკიდებული ვართ იმპორტზე, შესაბამისად დოლარის კურსზე, რაც ადეკვატურად აისახება პროდუქციაზე. გაგვიძვირდა უცხოეთიდან პროდუქციის ტრანსპორტირება, რაც იწვევს პრობლემებს და ფასების მატებას. პროდუქციის ფასმა დაახლოებით 10-15%-ით მოიმატა", - განაცხადა ლევან გაგუამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი