ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი, რომლებსაც შეზღუდების შემსუბუქება შეეხება, ამ ეტაპისთვის არ გაზრდილა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დღეს სხდომაზე ინფიცირების გამოვლენის დადებითობის 4%-იან ზღვარსა და შეზღუდვების შემსუბუქებას შეეხებოდა.
„4%-იანი დადებითობის მაჩვენებელი ეს არის არა ერთი, არამედ ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რომელსაც ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას და რომელიც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ იქნება შენარჩუნებული სტაბილურობა. აქედან გამომდინარე, ვადასტურებ, რომ 4%-იან მაჩვენებელს აქვს დიდი მნიშვნელობა, თუმცა ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ იმ რეგიონში და პერიოდისთვის ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, რომელსაც ვაკვირდებთ როგორც 7-დღიან, ასევე 14 დღიან ჭრილში, ვინაიდან დადებითი დინამიკა 7 დღიან ჭრილში არ ნიშნავს იმას, რომ არის შენარჩუნებული და სტაბილური. შემდეგ ვუყურებთ ამას 14 დღიან ჭრილში და ვიღებთ გადაწყვეტილებებს.
ამ ეტაპისთვის ჩამონათვალი არ გაზრდილა. არის მხოლოდ ის ჩამონათვალი, რომელიც გაცხადებულია... აჭარის რეგიონში კონკრეტულად. გამომდინარე იქიდან, რომ დადებითი დინამიკა ქვეყანაში იზრდება სამომავლოდ ან დავამატებთ რეგიონებს, ან გავაფართოებთ იმ ჩამონათვალს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები და ეკონომიკა ასე ელოდება“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ახლა ინფიცირების გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ცვალებადია - აჭარაში ის 4%-ზე დაბალია, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში 5%-დან 8%-მდე მერყეობს.
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?