მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკონომიკური ვარდნის შედეგად, ბიუჯეტმა 2,2 მლრდ ლარის საგადასახადო შემოსავლები დაკარგა"

5feaeab94a9ab
BM.GE
29.12.20 12:34
577
ამ წუთებში პარლამენტში ფინანსთა მინისტრი 2021 წლის ბიუჯეტის შესახებ მოხსენებით გამოდის.

საგადასახადო შემოსავლებზე პანდემიის გავლენის შეფასებისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ პანდემიის შედეგად, პირველად გეგმასთან შედარებით მიმდინარე წელს საგადასახადო შემოსავლებში ბიუჯეტს 1,2 მილიარდის დანაკლისი ექნება.

„აღსანიშნავია, რომ ეს არის მხოლოდ ეკონომიკური ვარდნის შედეგად მიღებული დანაკლისი და მასში არ შედის ის 300 მილიონზე მეტი საგადასახადო შეღავათი, რომელიც ჩვენ საშემოსავლო და ქონების გადასახადის სახით, ბიზნესის მხარდაჭერისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით დავაწესეთ. ჯამში, 2020-2021 წლებში, მხოლოდ ეკონომიკური ვარდნის შედეგად, დაგეგმილთან შედარებით, ბიუჯეტმა 2,2 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავლები დაკარგა“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.