მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ელექტროენერგიის იგივე ფასის დარჩენა გამორიცხულია" - გიორგი აბრამიშვილი

642588f9906e8
ნანუკა ნარიმანიძე
30.03.23 23:15
921
ენერგოსექტორის მხარდაჭერის CFD მექანიზმით გამოცხადებულ პირველ აუქციონზე განაცხადების მიღება დასრულდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერესებული პირების მიერ ათეულობით საინიციატივო შეთავაზებების წარდგენა დახურული კონვერტის სახით მოხდა. სიმძლავრის აუქციონის კომისიას საუკეთესო წინადადებების გამოსავლენად ერთთვიანი ვადა აქვს. 

რას ელის ბიზნესი CFD მექანიზმის ამოქმედებით? - ამის შესახებ "საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი აბრამიშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

„განაცხადების რაოდენობამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, 78 განაცხადი შემოვიდა, ჩემი აზრით, ასეთი მაღალი ინტერესი ორმა ფაქტორმა განაპირობა, პირველი არის ის, რომ უძრაობის ხანის შემდეგ, რომელმაც 3 წელზე მეტ ხანს გასტანა, კომპანიებმა და ინვესტორებმა დაინახეს შანსი ამ პროექტში, მეორე ფაქტორი კი CFD მექანიზმის ასეთი მოხერხებულობაა“, - განმარტა მან.

გიორგი აბრამიშვილმა ელექტროენერგიის ფასთან მიმართებით მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის ზრდას ელოდება.

„ბოლო ორ წელიწადში 30-40% ზრდა გვაქვს სამშენებლო მასალებზე, საწვავზე და ა.შ., ყველაფერზე შეიცვალა ფასები და ბაზარზე რადიკალური ფასების ზრდა გვაქვს, ელექტროენერგიის იგივე ფასის დარჩენა კი გამორიცხულია, ვინაიდან გვინდა სტანდარტები გვქონდეს მაღალი გარემოს დაცვის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური კუთხით, ასევე თუ გვინდა სწორი და პასუხისმგებლობიანი სადგურების აშენება, ეს გარკვეულ რესურსებს მოითხოვს, შესაბამისად, ელექტროენერგიის ფასის აწევას უნდა ველოდოთ, ჩემი მოლოდინია, რომ სადღაც 7 ცენტის ფარგლებში იქნება საშუალო ტარიფი“, - განმარტა გიორგი აბრამიშვილმა.

„მნიშვნელოვანია ბიზნესმა გაითვალისწინოს გარკვეული ფინანსური და დროის რესურსი, რომელიც სოციალურ ნაწილში უნდა დახარჯოს, მეორე არის ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიმართულია ადგილობრივ მოსახლეობაზე სარგებლის განაწილებაზე, მესამეს მხრივ, თვითონ მთავრობა არის მოტივირებული, მეტი რესურსი დახარჯოს ცნობიერების ამაღლებაში, ეს ყველაფერი კი აჩენს იმის იმედს, რომ ეს პროექტები წარმატებული იქნება“, - ამბობს ის.