მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ელექტროენერგიის იმპორტი უნდა დარეგულირდეს" - პაატა ცინცაძის მოსაზრება

61a0d7f55572b
ინგა მურუსიძე
26.11.21 19:55
610
საქართველოს საინჟინრო და ენერგეტიკის აკადემიების წევრის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ პაატა ცინცაძის განცხადებით, "ელექტროენერგიის იმპორტი უნდა დარეგულირდეს, რათა ბაზარი მეზობელი ქვეყნების რეიდერული ჩარევისგან დავიცვათ".

როგორც მან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატური მოკვლევის - „განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით“ მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა, "ჩვენი ბაზარი იმპორტისგან სრულიად დაუცველია".

„დღეს ჩვენ ელექტროენერგიის იმპორტი გვჭირდება და უნდა განვახორციელოთ, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმპორტს ვახორციელებთ ისეთი ქვეყნებიდან, რომელთა საიმედოობა არც თუ ისე მაღალია. მათგან მოწოდებული ელექტროენერგიის ტარიფში ყოველთვის არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მდგენელი. ის, რომ აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, თუნდაც თურქეთიდან მოწოდებული ელექტროენერეგიის მოწოდება იქნება დამოკიდებული ეკონომიკურ პრინციპებზე და მეტწილად პოლიტიკური მდგენელზე, ეს საკამათო თემა არ არის.

ჩემი აზრით, იმპორტის რეგულირება უნდა მოხდეს; რუსეთს და აზერბაიჯანს არცერთი ცენტი არ აქვთ ჩადებული საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში, მაშინ, როცა უამრავი ქვეყანა წარმატებით თუ წარუმატებლად ცდილობს ინვესტიციების გაკეთებას. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი და აზერბაიჯანი განგვიხილავს როგორც საექსპორტო ბაზარს და ჩვენი ენერგეტიკის განვითარების ინტერესი არ აქვთ, ამიტომ ვფიქრობ, აუცილებელია, გარკვეული რეგულირება მოვახდინოთ და დავიცვათ ბაზარი მეზობელი ქვეყნების რეიდერული ჩარევებისგან“, - განაცხადა ცინცაძემ.