მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ელიავას ბაზრობის ტერიტორიის ისე დატოვება კატეგორიულად მიუღებელია" - რა შეთანხმება შედგა მერიასა და მესაკუთრეებს შორის?

612743fb93e83
ელენე გოგბერაშვილი
26.08.21 11:23
4666
თბილისის მერიასა და ელიავას ბაზრობის მესაკუთრეებს შორის შეთანხმება შედგა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ბაზრობის ტერიტორიის არსებული სახით შენარჩუნება კატეგორიულად მიუღებელია, შესაბამისად  შემუშავდა ტერიტორიის განვითარების პროექტი, რომელსაც თავად ბაზრობის მესაკუთრეები განახორციელებენ.

"აღნიშნული ობიექტი მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზონას წარმოადგენს, თუმცა მისი არსებული მდგომარეობა, ვიზუალი, ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად ჩამორჩება დღევანდელ თბილისს და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც იქ მომუშავე ადამიანებისთვის, ისე ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის.

არავის მოსწონს ელიავას ბაზრობის არსებული მდგომარეობა, შესაბამისად იმ ტერიტორიის ისე დატოვება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ მოლაპარაკებები ვაწარმოეთ ტერიტორიის ყველა მესაკუთრესთან და ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტი იქნა შემუშავებული. მერიის გეგმარების საფუძველზე ისინი თავად განახორციელებენ ტერიტორიის განვითარებას. შეთანხმება შედგა, როგორ მოხდება ამ ტერიტორიის განვითარება. პროექტი, რომელსაც საბოლოოდ შევიმუშავეთ გაითვალისწინებს ქალაქის, მესაკუთრეების და იქ მომუშავე ადამიანების ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, არც იმ ადამიანებს მოსწონთ იმ პირობებში მუშაობა"-განაცხადა კალაძემ.