მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ელისიუმის საინვესტიციო ფონდი საქართველოში უძრავი ქონების მიმართულებით პირველია" - ირაკლი ელაშვილი

63fb10ac97808
მარიამ იზორია
26.02.23 13:52
1980
"ალფა კაპიტალ ედვაიზორმა“ გასული წლის დეკემბერში პირველი საინვესტიციო ფონდი დაარეგისტრირა.

"ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ მმართველი პარტნიორი ირაკლი ელაშვილი გადაცემა „ანალიტიკაში“ ამბობს, რომ „ელისიუმის უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდის“ დარეგისტრირებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. მისივე თქმით, საქართველოში ასეთი ფონდი ბაზარზე პირველია.

ჩვენი კომპანია კაპიტალის ბაზრის ორი მიმართულებით ვართ წარმოდგენილები, ერთი მიმართულება საკონსულტაციოა, სადაც ფასიანი ქაღალდების ემისიას ვახორციელებთ. ამასთან, დავასრულეთ კერძო განთავსების კაპიტალის ბაზრის მოზიდვის კერძო ტრანზაქცია.

მეორე მიმართულება საინვესტიციო ფონდების მიმართულებაა. ჩვენი ბიზნესის ამ მიმართულებით განვითარება გვინდა. აქ პირველი, რაც გავაკეთეთ არის ის რომ აქტივობის მმართველი კომპანია ჩამოვაყალიბეთ. დეკემბერში, გასულ წელს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჩვენი პირველი საინვესტიციო ფონდი დაარეგისტრირა - „ელისიუმის უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდი“.

მალე fund raising-ს დავიწყებთ, წარმატების შემთხვევაში ფონდი ოპერირებას უძრავი ქონების ინვესტირების ბაზარზე დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოში ამ მიმართულების პირველი ფონდია“, - აცხადებს ირაკლი ელაშვილი.