საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პრემიერს დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით კითხვით მიმართა. საუბარია ევროკომისიის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთზე, რომელიც საქართველოს შესასრულებლად გადმოეცა. პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენისას დეპუტატმა განაცხადა, რომ ევროკომისია თავის რეკომენდაციებში კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არ ჩაწერდა და არც პირდაპირ მითითებებს გასცემდა კონკრეტულ შემთხვევებზე დაყრდნობით.
„კორუფციის მიმართულებით პრობლემა არისო, ქვეყანაში ელიტური კორუფციააო და ამას უნდა ებრძოლოთო; ბატონო ირაკლი, პირდაპირ ხომ არ ჩაგიწერდნენ, რომ ცოლს ტყე არ უნდა აჩუქოო, ხალხის ქონება არ უნდა გადაუფორმოთო; ხომ არ დაგიწერდნენ ნეპოტიზმი არ იყოს ქვეყანაში და ცოლის და არ დაასაქმოთო?! ამ მშიერ ქვეყანაში ხალხი რომ გააღატაკეთ, ჩვენ რუსეთში მიგვექაჩებით და თქვენ თქვენი ევროპა გაქვთ, კომოს ტბებზე ისვენებთ და უცხოეთში აძლევთ თქვენს შვილებს განათლებას და საწყალ ხალხს საჯარო სკოლაში ვერ დაჰყავს ბავშვი, იმიტომ რომ ზოგს ტანსაცმელი არ აქვს და ზოგს საჭმლის შესაძლებლობა. უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ...
მათ შორის კორუფციაზე ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაგადანაშაულათ, რომ "კორუმპირებული იყო, ხელი წაუცდა და მის ნათესავებთან აღებ-მიცემობაში იყოო". როგორ დასრულდა ეგ ამბავი, თქვენ რატომ არ დაგსაჯეს ამ კორუფციაზე, ან თქვენი ნათესავები, რომლებიც ბიძინამ დაადანაშაულა ქურდობაში? დააბრუნებინეთ ფული, პირდაპირ არ ჩაგიწერდნენ, რომ ტენდერები არ უნდა მოიგოს ყველა მეორე პარლამენტარმა და სამუშაო ნებართვებზე, გრგ-ებზე არ უნდა დარბოდნენ საკრებულოსა და მერიაში.
დეოლიგარქიზაცია, ანუ ბიძინას პირადი ბანკირი, რომ მართავს დღეს მთავრობას ეგრე არ გამოვაო, მისი პირადი დაცვის უფროსი, რომ დღეს შს მინისტრია გომელაური, ლილუაშვილი, რომელიც მისი პირადი ბანკირი იყო და ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მართავს. ეს ყველაფერი პრობლემა არისო და ამით ევროპაში ვერ მიგიღებთო. სახელობითად ყველანი პრობლემა ხართ, დაგთვალათ ყველანი ევროპარლამენტმა, მათ შორის ისტორიული დოკუმენტი მიიღეს, სადაც ბიძინა ივანიშვილზე წერენ, რომ სამშობლოს მოღალატეა და ის პრობლემას უქმნის ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას“, - მიმართა ხაბეიშვილმა პრემიერ-მინისრტრს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი