მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენგურჰესი" და ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთი" ავარიულად გამოირთო - განცხადება

60c73398775b7
ინგა მურუსიძე
14.06.21 14:44
1807
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო", - ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებაში.

შეგახსენებთ: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია 14:00 საათზე გაითიშა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა დედაქალაქს და "ენერგოპროჯორჯიას" აბონენტების ნაწილს.