საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შეამცირა. ასევე, შემცირდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი.
როგორც სემეკ–ში განმარტავენ, შემცირება (კორექტირება) განპირობებულია მოქმედი სატარიფო მეთოდოლოგიის პრინციპებით.
ახალი ტარიფები ძალაში იქნება 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
30 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით შპს „ენგურჰესისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ახალი ტარიფი შეადგენს 1.358 თეთრი/კვტ.სთ-ს. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი შეადგენს 1.818 თეთრი/კვტ.სთ-ს. ახალი ტარიფი შემცირებულია 0.460 თეთრით).
შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ახალი ტარიფია 2.206 თეთრი/კვტ.სთ. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი შეადგენს 4.002 თეთრი/კვტ.სთ-ს. ახალი ტარიფი შემცირებულია 1.796 თეთრით).
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ახალი ტარიფი განისაზღვრა 1.013 თეთრი/კვტ.სთ-ით. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი შეადგენს 1.323 თეთრი/კვტ.სთ-ს. ახალი ტარიფი შემცირებულია 0.310 თეთრით).
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის