მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენკა": კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის - “ნამახვანჰესის" გაჩერებას

60c487e740d5f
BM.GE
12.06.21 14:09
1467
ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია "ენკა" განცხადებას ავრცელებს, სადაც არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიამ მუშაობა შეაჩერა.

"სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია "ენკამ" ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის - “ნამახვანჰესის" გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას.

ასევე, კომპანია მზადაა, პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ",– ნათქვამია განცხადებაში.

(NS)