მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეპიდსიტუაციის გაუარესების დინამიკას არ აქვს ნახტომისებური სახე" - გამყრელიძე

606abe65e9b42
ვიქტორია მღებრიშვილი
05.04.21 11:47
719
NCDC-ის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების დინამიკას ნახტომისებური სახე არ აქვს, თუმცა ბოლო 20 დღის განმავლობაში გაუარესების დინამიკა შესამჩნევია.

"ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი ნელ-ნელა იმატებს. მხედველობაში მაქვს 100 000 მოსახლეზე ახალი შემთხვევების რიცხვი, რეპროდუქციის ინდექსი, რომელიც ერთს ასცდა; დადებითობის მაჩვენებელმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორს გადააჭარბა; ასევე აქტიური ინფიცირების შემთხვევების ზრდის დინამიკა შეიმჩნევა. ეს, დაახლოებით, ისეთი სურათია, რომელიც გვქონდა ოქტომბრის დასაწყისში. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, გამოვიყენოთ გამოცდილება, რაც გვქონდა და მოვახდინოთ ეპიდსიტუაციის შემდგომი გაუარესების პრევენცია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „მთავარია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ პირბადე".

"პირბადეების გამოყენების სტატისტიკა ცოტა გაუმჯობესდა და 43%-ის ნაცვლად უკვე 51%-ია ანუ ჩვენმა საუბარმა, რომ აუცილებელია პირბადის გამოყენება, გარკვეულ შედეგამდე მიგვიყვანა. უნდა ავიდეთ 75%-80%-მდე, საუკეთესო შემთხვევაში კი 90%-მდე", - თქვა გამყრელიძემ.