მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ექიმების რესურსში დეფიციტი არ გვაქვს" - ეკატერინე ტიკარაძე

5e8db48a61fdb
ინგა მურუსიძე
08.04.20 15:25
700
"ექიმების რესურსში დეფიციტი არ გვაქვს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. 

მისივე თქმით, ოჯახის ექიმების მუდმივი მონიტორინგი და სწავლება მიმდინარეობს, რათა მათ მიერ შემდგომში
განხორციელებული საკარანტინო ზონებში მკურნალობა პაციენტებისთვის უსაფრთხო და ეფექტური იყოს.

„ჩემთვის, ამ ეტაპისთვის არ არის ცნობილი იმ ექიმების რაოდენობა და არც იმ ექიმების შესახებ არის ცნობილი, ვინც უსამსახუროდ არის დარჩენილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსგავსი გეგმა სამინისტროს ამ ეტაპზე არ აქვს იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც სტატისტიკასთან მიმართებით გვაქვს.

COVID 19-ის დადასტურებული ინფექცია 208 ადამიანს აქვს, აქედან 48 გამოჯანმრთელებულია. ექიმების რესურსში დეფიციტი არ გვაქვს და ამ ეტაპისთვის დამატებითი მობილიზაცია ნამდვილად არ იგეგმება. თუმცა, იმ პროფესიებთან მიმართებით, როგორებიც არიან რეანიმატოლოგები, ინფექციონისტები, მათი მობილიზაცია უკვე არის“,-განაცხადა ტიკარაძემ.