17.მარტი .2016 12:44

"ეროვნული ბანკი გააკეთებს ყველაფერს, რათა ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელი ფაქტორები შენარჩუნებული იყოს"

views 1220
უკან

"ეროვნული ბანკი გააკეთებს ყველაფერს, რათა ეკონომიკური წინსვლისათვის აუცილებელი ფაქტორები შენარჩუნებული იყოს", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ახალმა პრეზიდენტმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნაც გამოთქვა.

"მადლობა მინდა მოვახსენო პრეზიდენტს ჩემი ნომინაციის წარგენისთვის, პარლამენტსა წარდგენისთვის და ეროვნული ბანკის საბჭოს ერთსულოვნებისთვის. ეროვნული ბანკი გააკეთებს ყველაფერს, რათა ეკონომიკური წინსვლისათვის აუცილებელი ფაქტორები, ისეთები როგორებიც არის ზომიერი და სტაბილური ინფლაცია და ფინანსური სტაბილურობა შენარჩუნებული იყოს ქვეყანაში. მე ვაპირებ მჭიდროდ ვითანამშრომლო პრესასთან მომავალში და იმედი მაქვს ნაყოფიერი თანამშრომლობის", - განაცხადა გვენეტაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა