მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეროვნული ბანკი მკვდარ ეკონომიკას ვერ გააცოცხლებს" - ნინო ევგენიძე

605de97c1f62f
ლიკა გურაბანიძე
26.03.21 22:55
1035

“პანდემიის მართვის კუთხით ქვეყანა ჩავარდა და ამაზე კითხვებიც არავის აქვს.” - განაცხადა EPRC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ “საქმიან დილაში“.

ევგენიძემ იმ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რაშიც ქვეყანა ბოლო წლებია წინ ვერ მიდის და ის, რომ ქვეყანაში ინვესტიციები ისტორიულ მინიმუმამდეა, პანდემია არაფერ შუაშია.

“რას არ ვაკეთებთ სწორად? 2013 წლიდან 2019 წლის მონაცემებს თუ აიღებთ თვალნათლივ დაინახავთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუროკრატია იზრდებოდა. ასევე ყურადღებას ინვესტიციების ყოველწლიური კლების მაჩვენებელზე გავამახვილდებდი. მთელი ამ წლების განმავლობაში რეფორმები და ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საქართველოს დასავლეთთან დააკავშირებდა - შეჩერდა. ასევე ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესების 85% ქვეყანაში გაჩერებულია.

ის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს, ამას ეროვნული ბანკის ლარის კურსის სამოქმედო გეგმა ვერ უშველის. ეროვნული ბანკი მკვდარ ეკონომიკას ვერ გააცოცხლებს. თუ ქვეყანაში სასამართლო რეფორმა არ განხორციელდა და ინვესტორები აქ ფულის ჩადებით არ დავაინტერესეთ, ამ ნდობას ერთ დღეში ვერ მოიპოვებ", - აღნიშნა ევგენიძემ.