მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეროვნული ბანკი სრულად დამოუკიდებელი ორგანო უნდა გახდეს" - ლექსო ალექსიშვილი

63e8aa6833acf
BM.GE
12.02.23 13:30
743
კომპანია PMCG-ის გენერალურმა დირექტორმა, ლექსო ალექსიშვილმა გადაცემა “ანალიტიკაში” სებ-ის ყოფილ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს თავისი საქმიანობის წარმატებით დასრულება მიულოცა.

“ვფიქრობ, რომ ის ეროვნული ბანკის ძალიან კარგი პრეზიდენტი იყო. მას ძალიან რთულ პერიოდში მოუწია ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა და ბევრი სხვადასხვა კრიზისი გაიარა - როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე პანდემიური კუთხით. მგონია, რომ თავი კარგად გაართვა.”- განმარტა მან.

ალექსიშვილის თქმითვე, ქვეყანა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და ის კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს.

“ცალსახად იმისი თქმა, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, ისეთი როგორიც სტანდარტულად დასავლურ ქვეყნებში მოიაზრება, ის მაინც არ არის ასეთი და მაქსიმალურადაა ნაბიჯები გადასადგმელი, რომ ის ასეთი გახდეს. სასურველია, რომ ამ პოზიციაზე ტექნოკრატი პერსონა იყოს, რომელიც პოლიტიკური ძალების მხრიდან გავლენის ქვეშ არ მოექცევა”, - აღნიშნა ლექსო ალექსიშვილმა.