მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთ ბაზარზე ორიენტირება არც კერძო სექტორისთვის არის მომგებიანი და არც საჯაროსთვის"

5e0a103d957ce
ვიქტორია მღებრიშვილი
30.12.19 20:40
1318
ერთ ბაზარზე ორიენტაციის აღება არც კერძო სექტორისთვის არის გრძელვადაში მომგებიანი და არც საჯაროსთვის, - ამის შესახებ BM.GE-ის საავიციო სფეროს წარმომადგენელმა მარიამ თანდაშვილმა ტურიზმის სტატისტიკის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ტურიზმის სფეროში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ იყოს ისეთ შედეგი, როგორიც 2019 წელს იყო.

„არსებულმა რეალობამ გვაჩვენა რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ახალი ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში დიდ გავლენას ახდენს ტურიზმის სფეროში იმ კლიმატზე, რომელიც არის მამოძრავებელი. ამ სფეროში ჩართულნი არიან არა მხოლოდ კერძო კომპანიები, არამედ საჯარო უწყებებიც, რომლებიც ფეხდაფეხ გამოწვევებს ხედავენ, რეაგირება უნდა ჰქონდეთ ადეკვატური და შემდგომ უკვე გრძელვადიან პოლიტიკას ქმნიდნენ. შემიძლია ვთქვა, რომ 2019 წელს საჯარო სექტორმა კერძო სექტორთან ერთად ინტენსიურად იმუშავა. ამ მუშაობის შედეგსაც ვხედავთ იმ ციფრებს, რომელიც ძალიან ოპტიმისტურია.

მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც წელს საავიაციო სფეროში მოხდა, ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ კარგად დავინახოთ - ერთ ბაზარზე ორიენტაციის აღება არც კერძო სექტორისთვის არის გრძელვადაში მომგებიანი და არც საჯაროსთვის“, - ამბობს თამარ თანდაშვილი.

საავიაციო სექტორის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ტურიზმის სექტორში დივერსიფიკაცია და სხვადასხვა სეგმენტზე მუშაობა გადამწყვეტია გრძელვადიან პერიოდში შედეგის მისაღებად.

„დივერსიფიცირებული ძალიან ხშირად გვესმის და სწორედ ამას ნიშნავს, რომ ჩვენი ინვესტიციები, ეს იქნება მცირე მეწარმეებისთვის, გრძელვადიანი სტრატეგიული პროექტებისთვის, უნდა იყოს მიმართული სხვადასხვა ქვეყანაზე, სხვადასხვა სეგმენტზე. სეგმენტს დიდ მნიშვნელობას იმიტომ ვანიჭებ, რომ დაბალბიუჯეტიანიც გვჭირდება და მაღალბიუჯეტიანიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განმეორებადი ტურისტი“, - განაცხადა თამარ თანდაშვილმა.