27.მარტი .2020 09:45

"ერთ-ერთი ჩინური კომპანია საქართველოს პირბადეებს საჩუქრად გადასცემს"

views 360
უკან

ჩინური კომპანია, რომელიც ნახშირს აწარმოებს, მზად არის საქართველოს პირბადეების გარკვეული რაოდენობა საჩუქრად გადასცეს. ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პირბადეები საქართველოში კვირის ბოლომდე გამოიგზავნება.

"ჩვენ გუშინ დაგვიკავშირდა ერთ-ერთი კომპანია ჩინეთიდან, ნახშირის მსხვილი მწარმოებელი კომპანია, შანსის პროვინციიდან, რომელსაც ჩვენ აგვისტოში ვმასპინძლობდით ოფისში. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დიდი კომპანია, რომელიც დაინტერესებული იყო საქართველოში საქმიანობით და ინვესტიციებით. მათ გვითხრეს, რომ გაიგეს, თუ რა მძიმე სიტუაციაა საქართველოში იგივე პირბადეებთან დაკავშირებით, ის მოლოდინები, რომლებიც ჩვენ გვაქვს პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში და მზადყოფნა გამოთქვეს, რომ მიუხედავად ჩინეთში დეფიციტისა, მათ გადაწყვიტეს, სამედიცინო-სტერილური პირბადეების გარკვეული რაოდენობა გვაჩუქონ და გამოგვიგზავნიან კვირის ბოლომდე.

იმედი მაქვს, რომ ეს პირბადეების ძალიან დიდი კონტრიბუცია იქნება ჩვენი სამედიცინო პერსონალისთვის", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა