მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთ-ერთი ვარიანტი არის ხარჯების სუბსიდირება" - როგორ გეგმავს მთავრობა საპენსიო სესხებზე პროცენტის შემცირებას?

62062473dd841
ინგა მურუსიძე
11.02.22 13:20
1306

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საპენსიო სესხების საკითხზე შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

როგორც სხდომის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პროცენტი საბაზროა, სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, მთავრობას სურს, პენსიონერებს მათზე მორგებული პირობები შესთავაზოს.

„დღეს არის რამდენიმე ვარიანტი, რაზეც ვმუშაობთ: პირველი არის სუბსიდირება გარკვეული ხარჯების, მეორე ვარიანტი არის სადაზღვევო თემა შემოვიტანოთ პორტფელის, მესამე ვარიანტია, რომ რამდენიმე ლოტად დაიყოს (ტენდერი), ხოლო მეოთხე ვარიანტია, რომ სესხის პროცენტმა დაიწიოს. დღეს განვიხილავთ“, - განაცხადა ზარქუამ და სუბსიდირების ვარიანტის განმარტებისგან თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო გასაცემლებთან დაკავშირებით "ლიბერთი ბანკსა" და საქართველოს მთავრობას შორის დადებულ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წელს გასდის. საპენსიო საკითხებზე მომუშავე კომისიის ერთერთი მიზანი სწორედ ისაა, რომ ტენდერის ახალი პირობები დაადგინონ, ასევე მუშაობა მიმდინარეობს, რომ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა დაიწიოს.