18.სექტემბერი .2019 09:00

"ერთი ადამიანი ვერაფერს შეცვლის, ეკონომიკური გუნდი წინა პრემიერის დროინდელია"

views 521
უკან

„მხოლოდ ერთი ადამიანი ვერაფერს ვერ შეცვლის, მთავრობაში ეკონომიკური გუნდი არ შეცვლილა“ - ასე აფასებს პრემიერ მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნას დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია. მისი თქმით, სხვადასხვა ასოციაციებისა და ბიზნესის შეფასება ძალიან ნეგატიური არ არის, თუმცა კონკრეტული გეგმის გარეშე ცვლილებები ვერ მოხდება.

“მისი ბიზნესომბუდსმენობის დროს გახარიასთან საქმიანი შეხება არ გვქონია და პირადად მე კომპეტენტურ შეფასებას ვერ გავაკეთებ, თუმცა რაც გვესმის სხვადასხვა ბიზნესებისგან და ასოციაციებისგან, არაა ძალიან კრიტიკული და ნეგატიური. მთავარია ის, რომ ერთი ადამიანი ყველაფერს ვერ შეცვლის, ეკონომიკური გუნდი კი არ შეცვლილა,“ - ამბობს ის.

ჭყონიას თქმით, ბიზნესის დღევანდელი გამოწვევა ლარის კურსია, რომელიც ბოლო პერიოდში აღმავალი ტრენდით ხასიათდება.

„ლარი სტაბილურად ჩაითვლება მაშინ, როდესაც 2.7 ნიშნულს ჩამოსცდება დოლართან მიმართებით. დღეს ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეროვნული ვალუტის სტაბილურობა, მისი გაჯანსაღება. ამ პროცესს კი ცალკე აღებული ეროვნული ბანკი ვერ შეძლებს თუ მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ხელი არ შეუწყო და ერთობლივად არ იმუშავა“ - აცხადებს ჭყონია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა