"ხალხი ვინაიდან ბევრი იყო მაგასთან დაკავშირებით გრაფიკით მიდიოდა წყალი. ერთი კაცი და ორი კაცი ერთი და იგივე რაოდენობის წყალს მოიხმარს? მიზეზები წყალმომარაგების კომპანიასთან უნდა გაარკვიოთ, ეს არაა მერიის კომპეტენცია,"- ტელეკომპანია პირველთან ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ბაკურიანის 70%-ს ამ დროისთვის უწყვეტი წყალმომარაგება აქვს. კომპანიის დირექტორის, ეკატერინე გალდავას თქმით, წყლის დეფიციტის გამო კომპანიას წყალი სასტუმროებამდე წყალმზიდებითაც მიაქვს.
"ბაკურიანში ძირითადად არის წყალმომარაგება, განსაკუთრებით დილის საათებში. პრობლემური არის რამოდენიმე სასტუმრო, სადაც წყალმზიდებით ვეზიდებით წყალს,”- ამბობს ეკატერინე გალდავა.
გუშინ წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ წყლის მოსალოდნელი დეფიციტის შესახებ მათ სასტუმროები წინასწარ გააფრთხილეს.
"გამომდინარე იქედან, რომ ტურისტული ობიექტების განაშენიანება ყოველწლიურად საკმაოდ სწრაფად იზრდება და სეზონის ყველაზე აქტიურ პერიოდში წყლის მოხმარება საკმაოდ მაღალია, არსებული მარაგი საკმარისი არ არის. აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას წინასწარ ქონდა კომუნიკაცია სასტუმროებთან და მოახდინა ინფორმირება სეზონის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში, წყლის მიწოდების შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით.
ბაკურიანში ქსელის განვითარებისა და ახალი სისტემების მშენებლობის მეორე ეტაპის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის სეზონის აქტიურ პერიოდში წარმოქმნილ პრობლემებს,"- ნათქვამია განცხადებაში.
ზამთრის საკურორტო სეზონს ბაკურიანი სასმელი წყლის დეფიციტით შეხვდა, არაერთი სასტუმროს დამსვენებლებმა შექმნილი ვითარების გამო ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის