მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთი კონკრეტული გზავნილით გეწვიეთ" - ღარიბაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

62e0dfbcb6d64
თელარა გელანტია
27.07.22 10:43
1059
ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კასიმ- ჟომარტ ტოკაევს შეხვდა. 

როგორც მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივების, ინვესტიციების სფეროში არსებული თანამშრომლობის და ამ მხრივ არსებული მიღწევების შესახებ ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული კავშირები აქვთ და ხაზი გაესვა არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მაღალი პოტენციალი არსებობს.

"ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა. უპირველეს ყოვლისა, თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის გიხდით მადლობას. ეს ჩემი მეორე ვიზიტია თქვენს მშვენიერ ქვეყანაში და სიმბოლურია, რომ წელს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე. რა თქმა უნდა, კარგი ურთიერთობა, მეგობრობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს მრავალი მიმართულებით.

ერთი კონკრეტული გზავნილით გეწვიეთ, რათა გავაძლიეროთ და გავზარდოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა და კავშირები გავაღრმაოთ ყველა მიმართულებით. სავაჭრო ბრუნვა იზრდება და გასულ წელს ამ მიმართულებით 42%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში უკვე 150%-იანი ზრდა გვაქვს.

რა თქმა უნდა, ბევრი შესაძლებლობა არსებობს და პოტენციალიც მაღალია ჩვენი ორმხრივი კავშირების გასაძლიერებლად. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ ურთიერთობას, მეგობრობას და თანამშრომლობას დიდად ვაფასებთ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გულთბილი მიღებისთვის," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეხვედრაზე ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა​ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას მჭიდრო კავშირები და მეგობრული ურთიერთობა აქვს.

„მოგესალმებით ყაზახეთში. როგორც კატარში ჩვენს შეხვედრაზე შევთანხმდით, თქვენ ჩვენთან ჩამობრძანდებოდით და იმედი მაქვს, რომ თქვენი დღევანდელი ვიზიტი წარმატებული აღმოჩნდება. როგორც ვიცი, თქვენი პროგრამა საკმაოდ დატვირთულია. შეხვედრებია დაგეგმილი იმისათვის, რომ დამატებითი სტიმული მიეცეს საერთო ურთიერთობების და თანამშრომლობის განვითარებას ყაზახეთსა და საქართველოს შორის. ასევე მინდა ვთქვა, რომ მჭიდრო კავშირები და მეგობრობა აქვს ჩვენს სახელმწიფოებსა და ქვეყნებს. ჩვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ეს მეგობრობა და თანამშრომლობა გადავზარდოთ განგრძობად ურთიერთობაში. ამდენად, კიდევ ერთხელ მოგესალმებით,” - განაცხადა პრეზიდენტმა.