მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით, 10 ათასი პაციენტის შეუფერხებლად მიღება შეგვიძლია" - მინისტრი

5e8daca626dbe
ინგა მურუსიძე
08.04.20 15:10
809
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ  ჯანდაცვის სისტემას ერთი თვის განმავლობაში 10 ათასამდე პაციენტის მიღება შეუძლია. როგორც მინისტრმა უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამ ეტაპისთვის მობილიზებულია 3500 საწოლი.

"კლინიკების მზაობა ყოველდღიურად მოწმდება, რათა არ იყოს პიკურ პერიოდში გარკვეული რყევები ჰოსპიტალებში. ასევე, ყველა ექიმი და ექთანი უნდა იყოს მობილიზებული და სრულად აღჭურვილი. ჩვენ ამ ეტაპისთვის გვაქვს 3500 საწოლი მობილიზებული, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანაში დღეში დაფიქსირებული ასეულობით ინფექციის მიღებას შევძლებთ ერთი თვის განმავლობაში შეუყოვნებლად და პარალელურ რეჟიმში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვახორციელებთ ოჯახის ექიმების ინტენსიურ ტრენინგს, დამატებით შეგვიძლია, საკარტინო სივრცეებში განვათავსოთ ის პაციენტები, რომლებსაც არ ესაჭიროებათ სტაციონარიზაცია და მათი მკურნალობა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება უკვე საკარანტინო ზონებში. საერთო ჯამი არის, დაახლოებით, 10 ათას პაციენტი, რაც შეიძლება მივიღოთ შეუფერხებლად, ერთი თვის განმავლობაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.