მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთსა და იმავე უძრავ ქონებას ათობით აგენტი ყიდის, სფერო უნდა დარეგულირდეს"

61f2bb463e457
სალომე მეცხვარიშვილი
27.01.22 21:35
5475
უძრავი ქონების ექსპერტი შოთა გუჯაბიძე უძრავი ქონების აგენტებისთვის სერტიფიცირების მომხრეა. მისი თქმით, აუცილებელია, სფერო გარკვეულ სტანდარტებში მოექცეს, რათა შემდგომი განვითარება შეძლოს.

მისი აზრით, სფერო რეგულირებული უნდა იყოს რამდენიმე მიზნით: დაცული იყოს მომხმარებელიც და თავად ბროკერიც. უძრავი ქონების სპეციალისტი ამბობს, რომ რეფორმის ფარგლებში უნდა შეიქმნას ერთიანი ბაზაც, სადაც განთავსდება ყველა სახის ინფორმაცია, ერთი მხრივ, უძრავ ქონებაზე, მეორე მხრივ კი, გაყიდვების აგენტზე, რომელიც სერტიფიცირებული, შესაბამისად, სანდო იქნება.

“უძრავი ქონების ბაზარი საკმაოდ ფართო და კომპლექსური ორგანიზამია, მხოლოდ ერთი მონაწილის სერტიფიციირება ბაზარს ვერ დაარეგულირებს. ეს სფერო ცალსახად რეგულირებული უნდა იყოს რამდენიმე მიზეზის გამო - პირველ რიგში, მომხმარებელს არ აქვს ინფორმაცია ამ აგენტის კვალიფიციურობაზე ან პირიქით; მეორე არის ის, რომ ხდება განცხადებების დუბლირება, ერთსა და იმავე უძრავ ქონებას ათობით აგენტი ყიდის - მერე ამ საკომისიო თანხას ვერ იყოფენ და ამასაც უამრავი დავა მოჰყვება; ასევე ხდება აგენტების გადაგდება, არ იღებენ ჰონორარს...

სფეროს დარეგულირებით ჩვენ მათი შეზღუდვა კი არ გვინდა, პირიქით, მათ მეტი გასაქანი უნდა ჰქონდეთ საკუთარი პროფესიონალიზმის გამოსავლენად.

არანაირი სტატისტიკა არ არსებობს, რა თანხა უნდა მიდიოდეს უშუალოდ ამ საქმიანობით მიღებული მოგებიდან ბიუჯეტში, მათი შემოსავალი, ფაქტობრივად, არ იბეგრება. ეს დიდი ეკონომიკური ზარალია ბიუჯეტისთვის. ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს საკრედიტო და საბანკო ისტორიასაც ვერ აწარმოებს, რადგან მისი შემოსავალი არ არის ოფიციალური. მესამე - უძრავი ქონების ბაზრის მხრიდანაც რომ შევხედოთ: ბაზარზე დანერგილი უნდა იყოს ერთიანი სააღრიცხვო სისტემა, სადაც გასაყიდი და გაყიდული უძრავი ქონება აღრიცხება ერთიან ბაზაში. აქედან განთავსდება გასაყიდადაც, აქედან მოიძიება აგენტები და რეალტორებიც. საბაზრო ურთიერთობები გახდება უფრო სანდო, გამჭვირვალე და ეფექტიანი”, - აცხადებს შოთა გუჯაბიძე.