მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არ არის მოსაწყენი ბიუროკრატიული თხოვნა ევროკავშირისგან" - ლუკას მანდლი EU-ს კითხვარზე

62545900e2fc8
თამთა ჯიჯავაძე
11.04.22 20:30
768
ეს არის მნიშვნელოვანი და რთული სამუშაოს დასაწყისში და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა ეს გაიაზრონ, - ასე აფასებს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის გადაცემას ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის წევრი ლუკას მანდლი. მანდლმა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად ცოტა ხნის წინ თბილისში პრესკონფერენცია გამართა.

მანდლის თქმით, საქართველოსთვის კითხვარის გადაცემა ევროკავშირისგან უბრალოდ ბიუროკრატიული თხოვნა არ არის.

„ეს არის მნიშვნელოვანი სამუშაოს დასაწყისი. ეს არ არის მოსაწყენი ბიუროკრატიული თხოვნა ევროკავშირისგან, ეს ევროკავშირისა და მისი მოსახლეობის ძირითადი ფასეულობა, დანაპირები და პირობაა  მსოფლიოს მიმართ. ყველას აქვს უფლება ისარგებლოს კანონის უზენაესობით“, - ამბობს ის.

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა კი დასძინა, რომ ეს არის ისტორიული მომენტი, რაც ყველა პოლიტიკურმა მხარემ და ჯგუფმა უნდა გაიაზროს: „ეს არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა გაიგოს, რომ ეს მართლაც ისტორიული მომენტია და რომ შედეგი იყოს არამხოლოდ სიტყვები, არამედ ქმედებებიც“, - განაცხადა ჰარცელმა.