მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის მინისტრის ხუშტური" - კობერიძე ტიკარაძის უწყების ინიციატივას აკრიტიკებს

5efb45a4617ac
ინგა მურუსიძე
30.06.20 18:41
1050
ეს არის მინისტრის ხუშტური, - ასე აფასებს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე "წამლის შესახებ კანონში" დაგეგმილ ცვლილებებს, რაც მედიკამენტების რეგისტრაციის ვადებს ზრდის.

"ბიზნესი ამბობს, რომ 7-დღიანი ვადა აწყობს წამლების რეგისტრაციისთვის. თქვენ კიდევ იძახით, რომ უნდა იზრუნოთ ბიზნესზე და ვადა უნდა გავზარდოთო. არგუმენტი მითხარით, 5 დღე იქნება, 7 თუ 10, ძალიან გთხოვთ ან არგუმენტები მოიყვანეთ რატომ ზრდით ვადებს და დაასაბუთეთ, ან პირდაპირ გეტყვით - ეს არის მინისტრის ხუშტური.

არგუმენტები არ არის, ამიტომ ეს იქნება მინისტრი ხუშტური, რაც ძალიან ბევრი დაგროვდა ჯანდაცვის სექტორში. რა გინდათ, რას ეძიძგილავებით ამ თალგამს, გაუშვით, იზრდება თავისით. მიხედეთ იმას, რომ ფასები შემცირდეს. რა საჭიროა ამ მახინჯი ცვლილების მიღება?", - მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ლევან კობერიძემ.

კანონპროექტის განხილვა ამ წუთებში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში მიმდინარეობს. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მედიკამენტის რეგისტრაციის ვადა წამლებზე ფასების გაზრდას გამოიწვვს.დოკუმენტი მიხედვით ეს ვადა 7-დან 30 დღემდე იზრება, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ვადის 15 დღემდე გაზრდის ინიციატივით გამოვიდა.