მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის ქვეყნის უფასო მარკეტინგული რეკლამა" - მიხეილ ხიდურელი „ფორსაჟზე“

60a53f3c8d0d8
თამთა ჯიჯავაძე
19.05.21 20:38
847
დღეს პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში გადაღებული ფილმის Fast and Furious 9-ის პრემიერა იმართება. ფილმში, რომლის დაახლოებით 10-წუთიანი მონაკვეთი საქართველოშია გადაღებული, მაყურებელი თბილისის და რუსთავის ქუჩებს იხილავს.

როგორც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა, ის რომ საქართველოს ფილმის საშუალებით მილიონობით ადამიანი ნახავს, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ვინაიდან ეს არის უფასო მარკეტინგული რეკლამა.

„ჩვენ ფილმების და სერიალების ძალიან ბევრი მაგალითი ვიცით, როდესაც კონკრეტულმა ქალაქებმა და ქვეყნებმა საგრძნობლად გაზარდეს ცნობადობა. სწორედ ერთი კონკრეტული ფილმის გამო, ჩადიან ხოლმე ქვეყანაში. ამიტომ ყველა მოხარულები ვართ, რომ დიდხნიანი შრომის შედეგად, კომპანია „ენკენის“ მონაწილეობით და სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობით და დამხრებით თბილისში ამ პროექტის განხორციელება მოხერხდა. კონკურენტები მრავლად იყვნენ, მათ შორის განვითარებული ქვეყნები, მაგრამ ჩვენ შევძელით, რომ უმაღლეს დონეზე ჩაგვეტარებინა გადაღებები. გადაღებებით კმაყოფილია კომპანია „უნივერსალი“, ვინაიდან ეფექტურად მოახერხა გადაღება, დაიზოგა ხარჯები, და რაც ყველაზე მთავარია ქვეყანაში დაიხარჯა 25 მლნ ლარის კვალიფიციური ხარჯი. ეს არის თანხა, რომელიც პირდაპირ შევიდა ქვეყნის ბიუჯეტში“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა და დასძინა, რომ გადაღების ფარგლებში დასაქმდა უამრავი ადამიანი, რომლებმაც ასეთ მსხვილ კომპანიასთან მუშაობის დიდი გამოცდილება შეიძინეს.

ცნობისთვის, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინფორმაციით, ფილმის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგებოდა, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალი იყო. ჯამში პროექტის ფარგლებში 4 000-მდე ადამიანი დასაქმდა.

მიხეილ ხიდურელის თქმით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ქართულ და სხვა ქვეყნების საპროდიუსერო კომპანიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - „ძალიან მალე, როდესაც მსოფლიო დაუბრუნდება დღის წესრიგს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის მიღწევა რაც არის „ფორსაჟის“ საქართველოში გადაღება, მოგვიტანს კიდევ უფრო მეტ ფილმს. პანდემიამდე საუბარი იყო კონკრეტულ ფილმებზე და ეს მოლაპარაკებები უკვე აღდგენილია“, - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა.