საქსტატმა დღეს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა, ხოლო დეკემბრის ეკონომიკურმა ზრდამ 11% შეადგინა.
ეკონომიკური ზრდის მიზეზების შესახებ დღეს ბრიფინგი გამართა საქსტატის გენერალურმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ. მისი თქმით, ეკონომიკის ყველა სექტორში, გარდა ენერგეტიკისა და უძრავი ქონების ოპერაციებისა, ზრდა ფიქსირდება.
BMG-ის კითხვაზე თუ რას უპასუხებდა საქსტატი მათ, ვისაც ეჭვი აქვს, რომ უწყება ხელოვნურ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, გოგიტა თოდრაძე პასუხობს, რომ საქსტატის მეთოდოლოგია გამჭვირვალეა და ის საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება. “ეს მონაცემები ჰაერიდან არ მოდის”, - აცხადებს თოდრაძე.
“ნებისმიერ მომხმარებელს რომელსაც აქვს გარკვეული ეჭვი, ან ეჭვის საფუძველი, ჩვენ შეგვიძლია უპასუხოთ ჩვენ მიერ გამოყენებული მეთოდოლოგიით. სწორედ იმიტომ ვაკეთებთ განმარტებებს მაჩვენებელთა ცვალებადობაზე, იქნება ეს ზრდის თუ კლების მიმართულება, რომ მომხმარებელს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა თუ შემცირება. ნებისმიერ მაჩვენებელს, ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც ვაქვეყნებთ და ვასაჯაროებთ აქვს გარკვეული საფუძველი, ეს ციფრები ჰაერიდან არ მოდის. ამ ციფრების უკან დგას რამდენიმე ასეული სტატისტიკოსის მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ათი ათასობით შინამეურნეობას და ათიათასობით ეკონომიკურ სუბიექტს ვიკვლევთ.
მიდგომებს რაც შეეხება და მეთოდოლოგიას, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ აღნიშნული მაჩვენებლის დასაანგარიშებლად საფუძვლად უდევს საერთაშორისო სტანდარტები და კიდევ ერთი მთავარი, ჩვენ ხშირად გვიწევს იმის მტკიცება რომ ვეფუძნებით საერთაშორისო მიდგომებს და საერთაშორისო მეთოდოლოგიებს. ასევე თავად ეს ორგანიზაციები პერიოდულად ახდენენ რევიზიას ამ მეთოდოლოგიების, მაგალითად, ისეთები როგორიც გახლავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, გაერო, ევროსტატი და აღნიშნული ცვლილებებიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია და საჯარო,”- განმარტავს გოგიტა თოდრაძე.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ენმ-ის წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, საქსტატს მთავრობის დავალებით სტატისტიკურ მონაცემებში ცვლილებები შეაქვს. გოცირიძის განცხადებით, საქსტატმა დეკემბრის ინფლაციის სტატისტიკა 9.8% დათვალა იმიტომ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნა არ ყოფილიყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი