ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლების წესში ცვლილება შევიდა. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი ხდება, თბილისის მთავრობის თანხმობით, განიხილოს ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე, დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლების პროექტს თბილისის მუნიციპალიტეტი განახორციელებს და ახალ კორპუსს არა იმავე ადგილას, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებს. ამისთვის მას კორპუსის მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობა აღარ დასჭირდება, როგორც ეს აქამდე იყო საჭირო.
აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სამშენებლო სამართლის დოქტორმა, უჩა ზაქაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა და განმარტა, რომ ძველ შენობებში ნამდვილად არის პრობლემა, როდესაც ზოგი ფართი აღრიცხული არ არის, რაც ამ ტიპის ჩანაცვლებას აფერხებს, მაგრამ თავად დადგენილება საქართველოს და საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებს კერძო საკუთრების უფლებასთან მიმართებაში ვერ პასუხობს.
„საკრებულოს ეს დადგენილება ვერ უპასუხობს არა მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, არამედ საქართველოს და საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებს, კერძო საკუთრების უფლებასთან მიმართებაში. საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ ამბობს რომ საკუთრების უფლება მხოლოდ კანონით შეიძლება შეიზღუდოს. კანონქვემდებარე აქტით, როგორიც საკრებულოს დადგენილებაა ასეთი უფლება მოსილებმა გაწერილი არ არის და მას ამის უფლება არ გააჩნია. იმისთვის, რომ ეს დადგენილება ლეგიტიმური ყოფილიყო შესაბამისის ცვლილებები შესაბამის კოდექსებში უნდა შესულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებდა საკრებულო ამ გადაწყვეტილების მიღებას“, - ამბობს უჩა ზაქაშვილი.
მისივე თქმით, აღნიშნულ დადგენილებას იურიდიული ძალა მანამ ექნება, სანამ ვინმეს მიერ სადაო არ გახდება.
„ჩემი აზრით ეს დადგენილება რომელიმე კერძო მესაკუთრის მიერ აუცილებლად სადაო გახდება და მისი მოქმედება ან შეჩერდება ან გაბათილდება. ეს დადგენილება, რომ კანონიერი იყოს ექსპროპრიაციის კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს და ეს ამ კანონმდებლობისგან ძალიან შორს არის.
აქვე განმარტავ, რომ ძველ შენობებში ნამდვილად პრობლემაა, რომ ზოგი ფართი აღრიცხული არ არის ან საბუთებია დაკარგული, რაც ამ ტიპის ჩანაცვლებას ან საინვესტიციო პროექტის განხორციელებას აფერხებს, ეს რეალური პრობლემაა, თუმცა ამისთვის არსებობს კანონით დადგენილი სამართლიანი პროცედურები, რომლის დაცვითაც ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს, თორემ მიზანი ლეგიტიმურია“, - ამბობს იგი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი