მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს დიდი გამოწვევა არ არის" - ბუცხრიკიძე სესხებზე 200 000-ლარიანი ლიმიტის შემცირებაზე

60a2812d06e10
მარიამ იზორია
17.05.21 18:40
2034
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მიიჩნევს, რომ ლარში გაცემულ სესხებზე 200 000– ლარიანი ზღვრის შემცირება მნიშვნელოვანი არ არის. ბუცხრიკიძის შეფასებით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი გამოწვევა არ არის. როდესაც ეს კონკრეტული ლიმიტი შემოვიდა, მაშინ კურსი დოლართან საკმაოდ მყარი იყო, ვფიქრობთ, რომ ამ მოცემულობაში სხვა უფრო მნიშვნელოვან პროექტებზე შეიძლება იყოს საუბარი, ვიდრე სესხებზე 200 000 – ლარიანი ზღვრის შემცირებაზე“ - აცხადებს ბუცხრიკიძე.

ცნობისთვის: სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე ზღვარი 100 000-დან 200 000-მდე 2019 წლის იანვრიდან გაიზარდა.

"არ ვფიქრობ, რომ სესხებზე 200 000-ლარიანი ზღვარის შემცირება დადებითს მოუტანს ეკონომიკას"