მეფუტკრეებმა 2023 წელი სიახლით დაიწყეს. მიმდინარე წლიდან მეფუტკრეთა რეგისტრაცია სავალდებულო გახდა, კერძოდ კი რეგისტრაციის გარეშე ფუტკრის ოჯახების გადაადგილება, ყიდვა-გაყიდვა და პროდუქტის რეალიზაცია იკრძალება.
როგორც FAO-ს იდენთიფიკაცია-რეგისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სოხაძე bm.ge-სთან ამბობს, სხვა სარგებელთან ერთად ეს პროგრამა, რომელიც ევროპულ კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაშია ექსპორტსაც წაახალისებს, რადგან ნებისმიერი ქვეყნის მოთხოვნაა მათ მიერ შესყიდული პროდუქტი, მიკვლევადი და სახელმწიფოს მიერ გაკონტროლებული იყოს.
“პროგრამის ინიციატორები თავად მეფუტკრეები არიან. ისინი ცდილობენ ფუტკარი და ფუტკრის მიერ ნაწარმოები პროდუქტი ექსპორტზე გაიტანონ. შესაბამისად, , მათ სურთ საქართველოში გაიცეს ისეთი სერტიფიკატი, რომელიც ექსპორტის რთულ პროცესს გაამარტივებს და ხელს შეუწყობს. ოქტომბერ-ნოემბრიდან რამდენიმე ათეული მეფუტკრის რეგისტრაცია მოხდა, ეს ის ფერმერები არიან, რომლებიც ცდილობენ თავიანთი პროდუქტი ექსპორტზე გაიტანონ” - აღნიშნავს მიხეილ სოხაძე.
მეფუტკრეების რეგისტრაციის პროგრამას დადებითად აფასებენ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებაშიც და ვარაუდობენ, რომ პროგრამის დახმარებით კონკრეტული გეგმების შედგენა გამარტივდება. ამასთან, ისინი სამომავლოდ დედა ფუტკრის წარმოებასაც განიხილავენ. რეგისტრაციის პროგრამის დახმარებით კი ქართულ ფუტკარს ექსპორტის მეტი შესაძლებლობა ექნება, მეფუტკრეებს კი დამატებითი შემოსავლები გაუჩნდებათ.
“პროგრამა თაფლის მიკვლევადობას ემსახურება. მეფუტკრეობა მხოლოდ თაფლის წარმოება არ არის. ჩვენ სხვა პროდუქტების წარმოებასაც ვგეგმავთ. მეფუტკრეობა თავისი პოტენციალით არაფრით ჩამოუვარდება მეღვინეობას. აღწერა-რეგისტრაცია საშუალებით ჩვენ ამ პოტენციალს ზუსტად გავთვლით, მაგალითად, განვსაზღვრავთ რომელ რეგიონში რამდენი და რა სახეობის თაფლი გვექნება, სად რა პრობლემებს აწყდებიან მეფუტკრეები. ამასთან, ჩვენ, კავკასიური ფუტკრის დედების ექსპორტზეც ვფიქრობთ, პროგრამა კი ფუტკრის დედის ექსპორტს შეუწყობს ხელს, მეფუტკრეებს კი დამატებითი შემოსავლები გაუჩნდებათ” - აღნიშნავს საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების დამფუძნებელი ალეკო პაპავა.
ინფორმაციისთვის: სურსათის ეროვნული სააგენტო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის პროექტის მხარდაჭერით, საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაციას უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს