05.მარტი .2020 21:48

"ეს გახლავთ ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები" - გამყრელიძე კორონავირუსის ახალ ფაქტებზე

views 1382
უკან

ქვეყანაში გვაქვს კორონავირუსსული ინფექციის დადასტურებული ცხრა შემთხვევა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გაყრელიძემ განაცხადა.

„დღეს ეპიდემიოლოგებმა ინტენსიურად იმუშავეს ყველა კონტაქტის დასადგენად, უმრავლესობა დადგენილია. ზოგიერთი კონტაქტი შეფასებული იქნება როგორც შესაძლებელი შემთხვევა. მათგან აღებული იქნა შესაბამისი ბიოლოგიური ნიმუშები და ისინი დღეს ლუგარის ლაბორატორიაში გაიტესტა. ყველა ეს კონტაქტი არის დაკავაშირებული იტალიასთან. ამ აღებული ნიმუშებიდან ხუთი აღმოჩნდა დადებითი. ეს გახლავთ ე.წ ერთი კლასტერი, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები. ძირითადად ოჯახური შემთხვევები, რომლებიც ყველა ერთად გახლდნენ იტალიაში და დაბრუნდნენ კვირას საქართველოში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ყველა შემთხვევა კლინიკურად დამაკმაყოფილებულია.

„მხოლოდ გუშინ დადასტურებულ მეოთხე შემთხვევაში, როგორც დილას მოაგხსენეთ, შედარებით წინა სამ შემთხვევასთან, ეს გახლდათ უფრო საყურადღებო კლინიკურად და მიმდინარეობს მასზე კლინიკური მეთვალყურეობა და შესაბამისი მკურნალობა. დანარჩენი ხუთი ადამიანი დღეს საღამოს იქნენ მოთავსებული ინფექციურ საავადმყოფოში. მათზე მიმდინარეობს შესაბამისი კლინიკური მეთვალყურეობა და დამატებითი კლინიკური კვლევები“, - აღნიშნა გამყრელიძემ.