11.მაისი .2020 15:51

"ეს ის ფორმულაა, რომლითაც უნდა ავაღორძინოთ ეკონომიკა" - პრემიერი

views 472
უკან

„საქართველოს, როგორც ტურისტული ბრენდის სიძლიერეს უნდა დავუმატოთ ახალი - საქართველო, როგორც პანდემიისგან უსაფრთხო ზონა“, - ასეთია ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების პრემიერისეული ფორმულა, რომელიც მან აჭარაში, ტურიზმის სექტორის წარმოამდგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა.

პრემიერის თქმით, ეკონომიკის აღორძინება ტურიზმის ამოქმედებით და გახსნით უნდა დაიწყოს.

„საქართველოს, როგორც ტურისტული ბრენდის სიძლიერეს უნდა დავუმატოთ ახალი - საქართველო, როგორც პანდემიისგან უსაფრთხო ზონა. ეს კიდევ ერთი გამოვლინება უნდა იყოს კრიზისის, როგორც - შესაძლებლობის. ქართული ტურიზმს კი არ უნდა შეეშინდეს და დაიხიოს, არამედ მან უნდა დაუმტკიცოს ყველას, რომ ჩვენ კოვიდს როგორც ინფექციას ვმართავთ ისე, რომ შეგვიძლია, ამავდროულად, ტურისტები და სტუმრები ღირსეულად მივიღოთ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ის ფორმულა, რომლითაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, ეს ის ფორმულაა, რომლითაც უნდა ავაღორძინოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.