მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს იყო ერთჯერადი აქტი" - ამირან გამყრელიძე covid-ჯარიმების ჩამოწერაზე

60d5bf38f0ba3
ინგა მურუსიძე
25.06.21 16:17
369
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 245 ათასზე მეტ კანონდამრღვევ მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე დაწესებული ჯარიმები ჩამოეწერებათ. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ გააჟღერა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით კოვიდ-რეგულაციების დარღვევას მისცა მოტივაცია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამნისტიის აქტი ერთჯერადი იყო, თუმცა კანონი ყველამ უნდა დაიცვას.

„ეს იყო ერთჯერადი აქტი, მთავრობის მიერ გაცხადებული. დებატებში არ შევალ, თუმცა ეს გარკვეული შეღავათია იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაჯარიმდა. რა თქმა უნდა, ამით არ უნდა გავთამამდეთ, ეს იყო ერთჯერადი აქტი. არავის გვინდა, აკრძალვები კიდევ დაწესდეს ქვეყანაში, მაგრამ თუ აუცილებელი გახდა, მერე ეს ნაკლები ალბათობით განმეორდება. ყველა უნდა დავემორჩილოთ კანონს“, - განაცხადა გამყრელიძემ.