მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს კანონპროექტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანთან არ აახლოებს" - ხავიერ კოლომინა

6408d9e759cb5
ალა ისპირიანი
08.03.23 22:40
829
ე. წ აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა გამოეხმაურა.

მან აღნიშნულ ფაქტზე შეშფოთება გამოთქვა და თქვა, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი.

"NATO შეშფოთებულია კანონპროექტზე, რომელი თბილისში პირველ მოსმენაზე მიიღეს. საქართველოსთვის, როგორც NATO-ში გაწევრიანების მსურველისთვის, მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის სწორი სტრუქტურის უზრუნველყოფა. ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანთან არ აახლოებს", - წერს witter-ზე NATO-ს გენერალური მდივანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს. რუსულ კანონს ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია #არარუსულკანონს ამ წუთებშიც მიმდინარეობს.