მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს კრიზისი თუ მეორე წელიც გაგრძელდა, დეპრესიულ რეჟიმში გადავალთ" - გიორგი ხიშტოვანი

605de91eb9b68
ლიკა გურაბანიძე
26.03.21 21:10
956
“ეს კრიზისი თუ მეორე წელიც გაგრძელდა დეპრესიულ რეჟიმში გადავალთ,” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა განაცხადა.

“რაღაც პერიოდის შემდეგ ადამიანები ხვდებიან, რომ იმ საქმეს, რასაც აკეთებდნენ და საიდანაც შემოსავლი ჰქონდათ, თავი უნდა გაანებონ. სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ ეს ეკონომიკას საკმაოდ დეპრესიულ გარემოში ჩააგდებს.

თუ ვაქცინაციის პროცესი არ დაიძრა, შედეგად მიღებული მე-3-მე-4 ტალღა, არარეალური სცენარი არ არის. თუ ჩვენ ვერ მოახერხეთ ამ კრიზისი მართვა, არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ ის დასრულდება.

იმისთვის, რომ დავადგინოთ სად ვართ, მნიშვნელოვანია სწორი მონაცემები. მაღაზიები დახურულია, ეს არის სწორედ დეპრესიული ეკონომიკის საფრთხე, როდესაც მხოლოდ ის გვრჩება ეკონომიკაში, რაც პირველადი მოხმარებისაა. პანდემიამ გვანახა, რომ ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობა დაცემულია", - განმარტა ხიშტოვანმა.