მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს მიწები არც ჩემია და არც მთავრობის" - კალაძე მუნიციპალური მიწების მიტაცებაზე საუბრობს

5fbdf60477c56
ინგა მურუსიძე
25.11.20 10:16
694
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ძალიან ბევრი შემთხვევა ფიქსირდება თბილისში, როცა მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების დატაცება ხდება.

მერის შეფასებით, ეს კატეგორიულად მიუღებელია და დედაქალაქის მთავრობა ამას არ დაუშვებს. კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს დაავალა, "საკითხს დღეიდანვე მიხედოს". 

„ვიცი, რომ რამდენიმე ლოკაციაზე გაფრთხილებაც გაქვთ გაცემული, რომ მოახდინონ იმ პატარა ნაგებობების დემონტაჟი, რომლებსაც ისინი აშენებენ. თუ ამას არ გააკეთებენ, შეგიძლიათ მიხვიდეთ და თავად განახორციელოთ დემონტაჟი. კატეგორიულად მიღებულია ეს ქმედება. ეს ტერიტორიები არც ჩემია, არც თქვენი (მთავრობის წევრების) და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ტერიტორიები მიიტაცოს“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საკითხზე უკვე ჰქონდა კომუნიკაცია შს მინისტრთან და საჭიროების შემთხვევაში, უწყება მერიას დაეხმარება.