რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლა მსოფლიოში შიმშილს გააძლიერებს, - ასე ეხმაურებიან მოსკოვის გუშინდელ გადაწყვეტილებას დასავლელი ლიდერები.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთმა განაცხადა, რომ გაეროს გენერალურ მდივანს ოფიციალურად აცნობა და მიმდინარე წლის ივლისში, სტამბოლში გაფორმებული შეთახმებიდან გავიდა. მიზეზად კი სევასტოპოლის პორტში მომხდარი აფეთქება დაასახელა, რაშიც მოსკოვი კიევს ადანაშაულებს.
თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში ხელოვნურად გააძლიეროს შიმშილის პრობლემა. ზელენსკი ამის თავიდან ასარიდებლად გაეროს და "დიდი ოცეულის" ქვეყნებს მოქმედებისკენ მოუწოდებს.
ევროკავშირი კი რუსეთს მოუწოდებს შეცვალოს გადაწყვეტილება და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას დაუბრუნდეს, რომელიც მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან.
„რუსეთის გადაწყვეტილება გამოეთიშოს შავი ზღვის შეთანხმებას რისკის ქვეშ აყენებს მარცვლეულის მთავარ საექსპორტო მარშრუტს“, - განაცხადა ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა.
„რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეაფერხებს მარცვლეულის ამ კრიტიკულ ექსპორტს, არსებითად არის განცხადება იმისა, რომ ადამიანებმა და ოჯახებმა მთელ მსოფლიოში საკვებისთვის უნდა გადაიხადონ მეტი ან იშიმშილონ“, - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა.
ცნობისთვის, სტამბოლში ივლისში რუსეთს, უკრაინას, გაეროს და თურქეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას ვადა 19 ნოემბერს გასდის. გუშინ გაეროს გენმდივანმა მხარეებს მისი განახლებისა და გახანგრძლივებისკენ მოუწოდა. თუმცა, ამ განცხადებას მოჰყვა მოსკოვის განცხადებაც შეთანხმებიდან გასვლის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმების შედეგად, ივლისიდან 9 მლნ ტონა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი