16.აგვისტო .2019 11:07

"ესტონური მოდელის ამოქმედება სადაზღვევო სექტორზე ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია"

views 240
უკან

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, სადაზღვევო სექტორზე მოგების გადასახადის რეფორმის ამოქმედება განხილვის ეტაპზეა.

როგორც მან BM.GE–სთან საუბრისას განაცხადა, სადაზღვევო კომპანიების მთავარი არგუმენტი სექტორის მოგების მცირე წილია სახელმწიფო ბიუჯეტში. თავად ონოფრიშვილი რეფორმას მიესალმება და მის ამოქმედებას მხარს უჭერს. 

"სადაზღვევო კომპანიებზე ესტონური მოდელის ამოქმედება მთავრობაში დღესაც განხილვის ქვეშაა. დაზღვევის ასოციაციებს და კომპანიებს აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ მათი მოგების გადასახადის წილი ბიუჯეტში ისედაც მცირეა და ეს ბიუჯეტზე დიდ გავლენას არ მოახდენს. საბანკო სექტორი, რომელსაც რამდენჯერმე გადაუვადეს ესტონური მოდელის ამოქმედება, სადაზღვევოზე რამდენჯერმე უფრო დიდია. ჩემი აზრით, ამ მოდელის დამკვიდრება რაც მალე მოხდება, მით უკეთესია", - აცხადებს ონოფრიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა