10.ივნისი .2022 23:28

"EU-დან ინვესტორი მოტივაციას დაკარგავს, როდესაც პარლამენტის ლანძღვას ისმენს" - საბა ბუაძე

"EU-დან ინვესტორი მოტივაციას დაკარგავს, როდესაც პარლამენტის ლანძღვას ისმენს" - საბა ბუაძე
views 1161
უკან

"ევროკავშირიდან ინვესტორი საქართველოში ინვესტიციების ჩადების მოტივაციას დაკარგავს, როდესაც პარლამენტის ლანძღვას მოისმენს", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა საბა ბუაძემ, გადაცემა „ანალიტიკაში“, ინვესტორებისათვის საქართველოში შექმნილ საინვესტიციო გარემოზე საუბრისას განაცხადა.

მან ის ძირითადი მიმართულებები დაასახელა, რაც ინვესტორისთვისაა მნიშვნელოვანი.

„ამ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების არანაირი პერსპექტივა არ იარსებეს თუ დიდი ოდენობით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ შემოვა. ეს ჩემი აზრით ის მთავარი რამაა, რასაც სწრაფად სიტუაციის შემოტრიალება შეუძლია - გაჩნდეს ფული, ფულმა გააჩინოს სამუშაო ადგილები და მეტი კეთილდღეობა. ეს ფული კი საზღვარგარეთიდან უნდა შემოვიდეს.

როდესაც ინვესტორი ქვეყანაში ფულის დაბანდებას აპირებს ის პოლიტიკურ მდგომარეობას უყურებს. ჩვენ ქვეყანაში კი პოლიტიკურ არასტაბილურობაა, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა. ასევე ინვესტორი უყურებს პირდაპირ შეტევას დასავლურ სამყაროსა და ინსტიტუტებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან ინვესტორი მოტივაციას დაკარგავს, როდესაც ტელევიზორიდან პარლამენტის ლანძღვას ისმენს. ასევე უყურებს სასამართლოს და იმას თუ როგორ დაიცავს საკუთარ თავს იმ შემთხვევაში, ბიუროკრატიასთან პრობლემა თუ შეექმნება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მზარდია.

ვინც აიტკივებს თავს და მაინც გადაწყვეტს, რომ ამ ქვეყანაში ფული უნდა ჩამოიტანოს, ის არცერთ შემთხვევაში არ ენდობა საქართველოს სასამართლოს და საერთაშორისო არბიტრაჟში მიდის. კორუფცია ინვესტორებისთვის ყველაზე დიდი შემაფერხებელი ფაქტორია.

ასევე უყურებენ, როგორია სხვა ინვესტორების მიმართ დამოკიდებულება და ხედავენ, რომ უმსხვილესი პროექტები ჩერდება და მთელი სახელმწიფო მანქანა იერიშს ახდენს მსხვილ ფინანსურ ჯგუფზე, რომელიც ბევრი დასავლური კომპანიის წარმომადგენლისაგან არის დაკომპლექტებული.

საერთაშორისო სავაჭრო პალატას ჰქონდა მთელი სია იმ კომპანიებისა, რომლებმაც საქართველოში ინვესტიციები განახორციელეს და შემდეგ პროექტების შეჩერება მოუწიათ იმის გამო, რომ სახელმწიფოსთან პრობლემები ჰქონდათ . ეს არ არის კეთილგანწყობილი გარემო ინვესტორებისთვის", - განაცხადა საბა ბუაძემ.

რომელი ქვეყნებიდან ჩაიდო ყველაზე მეტი FDI საქართველოში.