"ევროკავშირიდან ინვესტორი საქართველოში ინვესტიციების ჩადების მოტივაციას დაკარგავს, როდესაც პარლამენტის ლანძღვას მოისმენს", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა საბა ბუაძემ, გადაცემა „ანალიტიკაში“, ინვესტორებისათვის საქართველოში შექმნილ საინვესტიციო გარემოზე საუბრისას განაცხადა.
მან ის ძირითადი მიმართულებები დაასახელა, რაც ინვესტორისთვისაა მნიშვნელოვანი.
„ამ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების არანაირი პერსპექტივა არ იარსებეს თუ დიდი ოდენობით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ შემოვა. ეს ჩემი აზრით ის მთავარი რამაა, რასაც სწრაფად სიტუაციის შემოტრიალება შეუძლია - გაჩნდეს ფული, ფულმა გააჩინოს სამუშაო ადგილები და მეტი კეთილდღეობა. ეს ფული კი საზღვარგარეთიდან უნდა შემოვიდეს.
როდესაც ინვესტორი ქვეყანაში ფულის დაბანდებას აპირებს ის პოლიტიკურ მდგომარეობას უყურებს. ჩვენ ქვეყანაში კი პოლიტიკურ არასტაბილურობაა, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა. ასევე ინვესტორი უყურებს პირდაპირ შეტევას დასავლურ სამყაროსა და ინსტიტუტებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან ინვესტორი მოტივაციას დაკარგავს, როდესაც ტელევიზორიდან პარლამენტის ლანძღვას ისმენს. ასევე უყურებს სასამართლოს და იმას თუ როგორ დაიცავს საკუთარ თავს იმ შემთხვევაში, ბიუროკრატიასთან პრობლემა თუ შეექმნება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მზარდია.
ვინც აიტკივებს თავს და მაინც გადაწყვეტს, რომ ამ ქვეყანაში ფული უნდა ჩამოიტანოს, ის არცერთ შემთხვევაში არ ენდობა საქართველოს სასამართლოს და საერთაშორისო არბიტრაჟში მიდის. კორუფცია ინვესტორებისთვის ყველაზე დიდი შემაფერხებელი ფაქტორია.
ასევე უყურებენ, როგორია სხვა ინვესტორების მიმართ დამოკიდებულება და ხედავენ, რომ უმსხვილესი პროექტები ჩერდება და მთელი სახელმწიფო მანქანა იერიშს ახდენს მსხვილ ფინანსურ ჯგუფზე, რომელიც ბევრი დასავლური კომპანიის წარმომადგენლისაგან არის დაკომპლექტებული.
საერთაშორისო სავაჭრო პალატას ჰქონდა მთელი სია იმ კომპანიებისა, რომლებმაც საქართველოში ინვესტიციები განახორციელეს და შემდეგ პროექტების შეჩერება მოუწიათ იმის გამო, რომ სახელმწიფოსთან პრობლემები ჰქონდათ . ეს არ არის კეთილგანწყობილი გარემო ინვესტორებისთვის", - განაცხადა საბა ბუაძემ.
რომელი ქვეყნებიდან ჩაიდო ყველაზე მეტი FDI საქართველოში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი