ევროპარლამენტარები ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მიმართავენ წერილით, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოში, როგორც ევროკავშირის ასოცირებული მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის სწრაფი გაუარესების გამო შეშფოთებულები არიან.
როგორც ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უნდა დაედასტურებინა კიდევ ერთხელ დემოკრატიის კუთხით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები. თუმცა, ამის ნაცვლად, არჩეული წევრების მესამედმა უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, როგორც ისინი ამბობენ, არჩევნების გაყალბების გამო.
„23 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაკავების შემდეგ, მმართველ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დაძაბულობამ ძალიან საშიშ დონეს მიაღწია.
ევროკავშირს არ შეუძლია მიმდინარე სიტუაციას გვერდიდან უყუროს, როდესაც ძალის გამოყენება, რევანშიზმი და ზღვარზე ყოფნა ტენდენციად იქცა. პოლიტიკური პოლარიზაცია და დაძაბულობა საფრთხეს უქმნის სტაბილურობას საზოგადოებაში და ქვეყანაში. უფრო მეტიც, პოლიტიკური კრიზისი რისკის წინაშე აყენებს საქართველოს რეფორმების გზას, რასაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს“, - აღნიშნულია წერილში.
ევროპარლამენტარები მიმართავენ ევროკომისიის ხელმძღვანელს უახლოეს მომავალში საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის დროს, პოლიტიკურ ძალებს მოუწოდოს დიალოგის აღდგენისკენ.
„ტემპი და სურვილი, რომელსაც ქართული პოლიტიკური ელიტა გამოიჩენს დიალოგში, დაადასტურებს საქართველოს გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებას. ჩვენ გვჯერა, რომ ამ პროცესში, საქართველოს სამოქალაქო სექტორს შეუძლია ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა“, - წერია წერილში, რომელიც 23 თებერვლით თარიღდება.
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი