20.ივნისი .2022 22:24

"EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველომ და ბოსნია-ჰერცოგოვინამაც უნდა მიიღონ" - უნგრეთის პრემიერი

"EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველომ და ბოსნია-ჰერცოგოვინამაც უნდა მიიღონ" - უნგრეთის პრემიერი
views 2502
უკან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამის შესახებ უნგრული მედია იტყობინება.

გამოცემის ცნობით, ორბანი აცხადებს, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველომ და ბოსნია-ჰერცოგოვინამაც უნდა მიიღონ.

გავრცელებული ინფორმაციით,  ვიქტორ ორბანმა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და ბელგიის, ბულგარეთის, ესტონიის, მალტისა და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრებთან გამართა.