მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევექსი კლინიკებმა" დამატებით, 26-კაბინეტიანი ვაქცინაციის ცენტრი გახსნა

613722333dfb0
BM.GE
07.09.21 12:26
800
საბურთალოზე, თავხელიძის N1-ში, ევექსი კლინიკების ერთ-ერთი პირველი მასშტაბური ვაქცინაციის ცენტრი სრული დატვირთვით ამუშავდა და დღეში 2000-ზე მეტი აცრის ჩატარებაა შესაძლებელი.

ევექსი კლინიკების ვაქცინაციის ცენტრში 3 სახის ვაქცინით: „ფაიზერით“, „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია ყოველდღეა შესაძლებელი.

პროცესების გასამარტივებლად გამიჯნულია სივრცეები ვაქცინების მიხედვით. მოქმედებს ბრიგადული სისტემა და ვაქცინაციაზე მისულ პაციენტს რეგისტრაციის გავლა და აცრის ჩატარება მარტივად, ერთ ოთახში, რიგის გარეშე შეუძლია.
საგანგებოდ მოწყობილ დაყოვნების სივრცეებში კვალიფიცირებული ექიმები მორიგეობენ, რომლებიც აცრის გაკეთების შემდგომ პაციენტების მონიტორინგს ახდენენ.

ვაქცინაციის ცენტრში საგანგებოდ მოწყობილია 2 შოკის დარბაზი, რომელიც ყველა საჭირო სამედიცნო ტექნიკითა და მედიკამენტებით არის უზრუნველყოფილი.

„ქვეყანაში და ზოგადად, მთელ მსოფლიოში კორონა ვირუსის გამო ვითარება კვლავ საკმაოდ მძიმეა. იმისათვის, რომ ეს სიტუაცია დასრულდეს და ეტაპობრივად დავუბრუნდეთ მშვიდ ცხოვრებას, ვაქცინაციის ტემპების გაზრდა არის უმნიშვნელოვანესი. ევექსი კლინიკები მთელი რესურსით, საქართველოს 6 რეგიონში ჩართულია ვაქცინაციის პროცესში და დღეს თბილისში, სრული დატვირთვით, ამოქმედდა ევექსი კლინიკების 26-კაბინეტიანი ვაქცინაციის ცენტრი, სადაც ყოველდღიურად 2000 პაციენტის ვაქცინაციაა შესაძლებელი. პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა და ვაქცინაცია შესაძლებელია როგორ წინასწარი ჩაწერით, ასევე ცოცხალი რიგით“ - განაცხადა ევექსი კლინიკების დირექტორმა გიორგი გორდაძემ.

ევექსი კლინიკების ვაქცინაციის ცენტრში აცრის გაკეთება შესაძლებელია როგორც წინასწარი ჩაწერის, ასევე, ცოცხალი რიგის საშუალებით. ცენტრი ყოველდღე დილის 09:00-დან 18:00-საათამდე მუშაობს.
(NS)